თბილისი · კახეთი · მთელი საქართველო

ძველი სახლების რემონტი და რეკონსტრუქცია საქართველოში

ძველი სახლი შეიძლება გახდეს თბილი, ნათელი და კომფორტული ისე, რომ თავისი ხასიათი შეინარჩუნოს.

ძველ კერძო სახლებს ვარემონტებთ და რეკონსტრუქციას ვუტარებთ მუდმივი საცხოვრებლისთვის, დასასვენებლად, სტუმრების მისაღებად ან გასაქირავებლად. ვიღებთ როგორც სრულ პროექტს — დათვალიერებიდან დასრულებულ სახლამდე — ისე ცალკეულ სამუშაოებს: კონსტრუქციების გამაგრებას, საინჟინრო სისტემებსა და მოპირკეთებას.

01 / ტოვებთ განაცხადსუთითებთ სახლის მდებარეობას, აღწერთ სასურველ სამუშაოს და თქვენთვის მოსახერხებელ დროს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ფოტოებიც დაურთოთ.
02 / იღებთ პასუხს1–2 დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით შეტყობინებით ან ზარით — როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი.
03 / ვირჩევთ შემდეგ ნაბიჯსდაგისვამთ რამდენიმე კითხვას და შემოგთავაზებთ საუბარს ან ადგილზე ვიზიტს სახლის ტექნიკური დათვალიერებისთვის.
Atelier Sweet Home-ის მიერ აღდგენილი კერძო სახლი
Atelier Sweet Home-ის რეალური ობიექტი
სახლის სამზარეულო და საცხოვრებელი ნაწილი
აღდგენილი ვერანდა

ტექნიკური დათვალიერება

ადგილზე ვატარებთ სახლის ტექნიკურ დათვალიერებას

ტექნიკური დათვალიერება გულისხმობს ობიექტზე მისვლას და სახლის ადგილზე შემოწმებას. სახლის შეძენამდე ან რეკონსტრუქციის დაწყებამდე ის გეხმარებათ გაიგოთ კონსტრუქციების მდგომარეობა და მომავალი რემონტის მასშტაბი. ვათვალიერებთ სახლს, ვაკეთებთ საჭირო გაზომვებს და ვადგენთ, რას უნდა მიექცეს ყურადღება პირველ რიგში.

ვიზიტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში იღებთ PDF-ანგარიშს ფოტოებით, სახლის მდგომარეობის აღწერითა და პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული სამუშაოების სიით. ანგარიშში მითითებულია, რისი შენარჩუნება შეიძლება, რას სჭირდება შეკეთება ან გამაგრება და რომელი ელემენტებია შესაცვლელი.

700 ლარიდან100 მ²-მდე ფართობის კერძო სახლის ტექნიკური დათვალიერება. უფრო დიდი ან დაშორებული ობიექტის, რამდენიმე შენობისა და სპეციალური ამოცანების ფასს წინასწარ ვათანხმებთ. დათვალიერების საფასურის გადახდა ხდება ვიზიტამდე.
შეუკვეთეთ სახლის ადგილზე დათვალიერება

მიუთითეთ, სად მდებარეობს სახლი და როდის გსურთ დათვალიერების ჩატარება. თუ ფოტოები გაქვთ, შეგიძლიათ დაურთოთ — ისინი დაგვეხმარება სახლს წინასწარ გავეცნოთ. 1–2 დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით, დავაზუსტებთ დეტალებს და ვიზიტის თარიღზე შევთანხმდებით.

რას ვამოწმებთ

  • საძირკველს, ჩაჯდომის ნიშნებსა და ბზარების ხასიათს;
  • კედლებს, დონეებსა და შენობის გეომეტრიას;
  • კოჭებს, გადახურვებსა და იატაკების მდგომარეობას;
  • სახურავს, მზიდ კონსტრუქციასა და საფარს;
  • ხის ელემენტებს, გაჟონვასა და ტენიანობის კვალს;
  • არსებულ კომუნიკაციებსა და გადაგეგმარების შესაძლებლობას.

სახლის ხასიათი

ვინარჩუნებთ იმას, რის გამოც ეს სახლი აირჩიეთ

ძველი სახლები გვიყვარს მათი ქვის, ხის, უსწორმასწორო კედლების, ვერანდებისა და ხელით შესრულებული დეტალების გამო. ვინარჩუნებთ იმას, რაც სახლის ხასიათს ქმნის, და ვამატებთ ყველაფერს, რაც თანამედროვე ცხოვრებისთვის არის საჭირო: სითბოს, წყალს, განათებას, მოსახერხებელ დაგეგმარებასა და კარგ სველ წერტილებს.

ქვისა და აგურის წყობას, კოჭებს, კარებს, ფანჯრებს, დარაბებსა და სხვა დეტალებს მდგომარეობის მიხედვით ვაფასებთ. მყარ ელემენტებს ვინარჩუნებთ, დაზიანებულს ვაღადგენთ ან ვამაგრებთ, ხოლო რესურსამოწურულ ნაწილებს ვცვლით.

ძველი სახლის წითელი ვერანდა
ნათელი საცხოვრებელი ოთახი მცენარეებით
ინტერიერი შენარჩუნებული ძველი ბუფეტით

სახლის მომავალი ცხოვრება

როგორი უნდა გახდეს სახლი რეკონსტრუქციის შემდეგ

რეკონსტრუქცია იწყება იმის გააზრებით, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ცხოვრება სახლში. ამაზეა დამოკიდებული დაგეგმარება, საძინებლების, სველი წერტილებისა და სამზარეულოების რაოდენობა, შესასვლელების მდებარეობა, გათბობა, წყალი, განათება და საერთო სივრცეები.

თავად იცხოვროთ

მუდმივი ან სეზონური ცხოვრებისთვის ვგეგმავთ მოსახერხებელ განლაგებას, გათბობას, წყალს, სველ წერტილებს, შესანახ ადგილებს, სამზარეულოს, ვერანდასა და სახლის კავშირს ეზოსთან.

მიიღოთ სტუმრები ან გააქირაოთ სახლი

ძველი სახლი შეიძლება იქცეს პატარა საოჯახო სასტუმროდ საკუთარი ხასიათით. ვგეგმავთ სტუმრების ოთახებს, სამზარეულოებსა და სველ წერტილებს, ცალკე შესასვლელებს, საერთო სივრცეებსა და რეგულარული გამოყენებისთვის გამძლე მასალებს.

შეათავსოთ ორივე სცენარი

შეგიძლიათ თავად იცხოვროთ პირველ სართულზე და მეორე გააქირაოთ, სტუმრებისთვის ცალკე ფლიგელი გამოყოთ ან სახლი მასპინძლისა და სტუმრების ნაწილებად გაყოთ.

პროექტის მასშტაბი

მთელი სახლი — დათვალიერებიდან დასრულებამდე — ან ცალკეული ამოცანა

სახლის სრული რემონტი და რეკონსტრუქცია

ეს არის მთელი გზა ტექნიკური დათვალიერებიდან დასრულებულ სახლამდე. ვამზადებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, ვაღადგენთ და ვამაგრებთ კონსტრუქციებს, ვმუშაობთ სახურავზე, დაგეგმარებაზე, საინჟინრო სისტემებსა და მოპირკეთებაზე. საერთო პროექტში შეიძლება შევიდეს ვერანდა, ტერასა ან მიშენებაც. ხელშეკრულებაში ვაფიქსირებთ ეტაპებს, ვადებს, ღირებულებასა და გადახდის გრაფიკს.

ნაწილობრივი რემონტი და რეკონსტრუქცია

ასევე ვიღებთ ცალკეულ მკაფიო ამოცანებს: ოთახის ან ვერანდის რემონტს, იატაკის შეცვლას, კედლის აღდგენას, კონსტრუქციის გამაგრებას, სახურავის სამუშაოებს, სანტექნიკას, ელექტრობას ან მოპირკეთებას. სამუშაოს მასშტაბსა და ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ ამოცანის მოკლე აღწერისა და საუბრის შემდეგ.

სამუშაოების შემადგენლობა

რა შედის ძველი სახლის რემონტსა და რეკონსტრუქციაში

კონსტრუქციები

ვარემონტებთ და ვამაგრებთ საძირკველს, ქვისა და აგურის კედლებს, კოჭებს, გადახურვებსა და ხის კონსტრუქციებს. ვაკეთებთ ახალ ღიობებს და ვშლით დაზიანებულ ნაწილებს.

სახურავი და ტენისგან დაცვა

ვარემონტებთ ან ვცვლით სახურავის კონსტრუქციასა და საფარს, ვათბუნებთ სახურავს და ვაკეთებთ სამუშაოებს გაჟონვისა და ხანგრძლივი დანესტიანების მიზეზების აღმოსაფხვრელად.

დაგეგმარება და გაფართოება

ვცვლით ოთახების განლაგებას, ვამატებთ ღიობებს, ვერანდებს, ტერასებსა და მცირე მიშენებებს. დაგეგმარებას ვუკავშირებთ იმას, როგორ გამოიყენებენ სახლს მფლობელები და სტუმრები.

საინჟინრო სისტემები

ვაწყობთ წყალმომარაგებას, კანალიზაციას, სველ წერტილებს, ელექტრობას, განათებასა და გათბობას სახლის ფართობის, დაგეგმარებისა და გამოყენების რეჟიმის მიხედვით.

მოპირკეთება და დეტალები

ვაკეთებთ და ვაღადგენთ იატაკებს, ბათქაშს, კერამიკულ ფილებს, შეღებვას, ფანჯრებს, კარებს, კიბეებს, ხის ნაწარმსა და ლითონის ელემენტებს.

ღირებულება

დეტალურ ღირებულებას ხარჯთაღრიცხვაში ვანგარიშობთ

ღირებულებაზე გავლენას ახდენს კონსტრუქციების მდგომარეობა, აღდგენისა და შეცვლის მოცულობა, არჩეული მასალები, საინჟინრო სისტემები, დაგეგმარება, მოპირკეთება და ობიექტის მდებარეობა.

ტექნიკური დათვალიერების შემდეგ გასაგები ხდება საჭირო სამუშაოების შემადგენლობა. სრული პროექტისთვის ცალკე ვამზადებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას: ვწერთ ეტაპებს, სამუშაოების მოცულობას, მასალებს, შრომის დანახარჯს, ვადებსა და გადახდის გრაფიკს. ასეთი ხარჯთაღრიცხვის მომზადება ცალკე ფასიანი მომსახურებაა; მის ღირებულებას პროექტის ზომისა და სირთულის მიხედვით წინასწარ ვათანხმებთ.

გეოგრაფია

თბილისი, კახეთი, მთელი საქართველო

ვმუშაობთ თბილისში, კახეთსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. პროექტებისთვის ჩავდივართ ქუთაისში, გურიასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში.

თუ მფლობელი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, გადაწყვეტილებებს დისტანციურად ვათანხმებთ, სამუშაოების მიმდინარეობას ფოტოებითა და ვიდეოებით ვაჩვენებთ და ყოველ ეტაპზე კავშირზე ვრჩებით.

რეკონსტრუქცია საცხოვრებლად

ძველი სახლი მთელი წლის განმავლობაში საცხოვრებლად

სახლი დაზიანებულ მდგომარეობაში იყო შეძენილი. ის მუდმივი საცხოვრებლისთვის აღვადგინეთ და შევინარჩუნეთ ქვა, აგური, ხე და მისი დამახასიათებელი პროპორციები.

სახლს დაემატა ვერანდა, გათბობა, ორი სველი წერტილი, წყალმომარაგება, ახალი ელექტრობა და საცხოვრებელი მოპირკეთება. ძველი მასალები ახალ კონსტრუქციებსა და თანამედროვე საინჟინრო სისტემებს შევუხამეთ.

საკუთარი ხელით მუშაობა

მთელ პროცესს პრაქტიკულად ვიცნობთ

სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულება თავად შეგვიძლია და ეს საქმე გვიყვარს. პატარა ობიექტზე მთელ გზას საკუთარი ხელით გავდივართ: კონსტრუქციებიდან და სახურავიდან ელექტრობამდე, სანტექნიკამდე, ფილებსა და მოპირკეთებამდე.

დიდი რეკონსტრუქციის დროს დამატებით ოსტატებს ვრთავთ, რათა რამდენიმე ეტაპი პარალელურად წარიმართოს და სახლი გონივრულ ვადაში დასრულდეს. ვიწრო სპეციალისტებს ვიწვევთ იმ სამუშაოებისთვის, სადაც მათი გამოცდილება უკეთეს შედეგს იძლევა.

როგორ მიმდინარეობს მუშაობა

გზა სახლის სრულ რეკონსტრუქციამდე

  1. ტოვებთ განაცხადს

    ტოვებთ საკონტაქტო ინფორმაციას, უთითებთ სახლის მდებარეობასა და დათვალიერებისთვის სასურველ დროს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ფოტოებიც დაურთოთ.

  2. 1–2 დღის განმავლობაში გპასუხობთ

    გიკავშირდებით შეტყობინებით ან ზარით — როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. დაგისვამთ რამდენიმე კითხვას და შემოგთავაზებთ შემდეგ ნაბიჯს.

  3. ადგილზე ვატარებთ ტექნიკურ დათვალიერებას

    მოვდივართ ობიექტზე, ვათვალიერებთ სახლს და ვაკეთებთ საჭირო გაზომვებს. ფოტოები გვეხმარება ამოცანას წინასწარ გავეცნოთ, ხოლო სახლის მდგომარეობას ადგილზე ვიზიტის დროს ვადგენთ.

  4. იღებთ PDF-ანგარიშს

    ანგარიშში თავმოყრილია ფოტოები, სახლის მდგომარეობის აღწერა და პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული სამუშაოების სია.

  5. ვამზადებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას

    ვათანხმებთ სასურველ შედეგს და დეტალურად ვწერთ სამუშაოებს, მასალებს, ვადებსა და ეტაპობრივ გადახდებს.

  6. ვაფორმებთ ხელშეკრულებას და ვიწყებთ მუშაობას

    ვმუშაობთ შეთანხმებული ეტაპების მიხედვით. თითოეულ დასრულებულ ეტაპს დამკვეთთან ერთად ვიღებთ და შემდეგ ეტაპზე გადავდივართ.

FAQ

ხშირი კითხვები

შეიძლება მოგვმართოთ სახლის შეძენამდე?

კი. სახლის შეძენამდე ტექნიკური დათვალიერება გაჩვენებთ ძირითადი კონსტრუქციების მდგომარეობასა და მომავალი რემონტის მასშტაბს.

რას მოიცავს PDF-ანგარიში დათვალიერების შემდეგ?

ფოტოებს, სახლის მდგომარეობის აღწერას, პრიორიტეტების მიხედვით დალაგებულ სამუშაოების სიასა და რეკომენდაციებს ელემენტების შენარჩუნების, შეკეთების, გამაგრების ან შეცვლის შესახებ.

რას ნიშნავს სახლის სრული რემონტი და რეკონსტრუქცია?

Atelier Sweet Home უძღვება შეთანხმებულ პროექტს ტექნიკური დათვალიერებიდან და დეტალური ხარჯთაღრიცხვიდან სამშენებლო სამუშაოებამდე, საინჟინრო სისტემებამდე, მოპირკეთებასა და საბოლოო მიღებამდე.

შეიძლება მხოლოდ სამუშაოების ნაწილის შეკვეთა?

კი. ვიღებთ ცალკეულ, მოცულობით ამოცანებს: ოთახის ან ვერანდის რემონტს, იატაკს, კედელს, კონსტრუქციის გამაგრებას, სახურავს, სანტექნიკას, ელექტრობას ან მოპირკეთებას.

როგორ გავიგოთ, ღირს თუ არა ძველი სახლის აღდგენა?

ტექნიკური დათვალიერება აჩვენებს საძირკვლის, კედლების, გადახურვების, სახურავისა და ხის ელემენტების მდგომარეობას. შემდეგ მომავალ სამუშაოებს ვადარებთ იმას, როგორი უნდა გახდეს სახლი და როგორ გამოიყენებენ მას.

სად მუშაობთ?

თბილისში, კახეთსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. პროექტებისთვის ჩავდივართ ქუთაისში, გურიასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში.

შეიძლება პროექტის მართვა, თუ საზღვარგარეთ ვიმყოფებით?

კი. გადაწყვეტილებებს დისტანციურად ვათანხმებთ, სამუშაოების მიმდინარეობას ფოტოებითა და ვიდეოებით ვაჩვენებთ, ხოლო ეტაპებსა და გადახდებს ხელშეკრულების მიხედვით ვმართავთ.

დაგვიკავშირდით

აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი გზა ან დატოვეთ განაცხადი. 1–2 დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით შეტყობინებით ან ზარით — როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი.

დატოვეთ განაცხადი

ფოტოები — სურვილისამებრფაილები არჩეული არ არის.

1–2 დღის განმავლობაში გიპასუხებთ.